ლილუაშვილი გიორგი

წარმდგენი:

საინიციატივო ჯგუფი

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1973 წლის 16 ნოემბერი, ქ. ზესტაფონი

განათლება

1979-1990 წლებში გიორგი ლილუაშვილი სწავლობდა ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში. 1993 წელს, თბილისის სამრეწველო-ეკონომიკურ კოლეჯის დაუსწრებელი განყოფილების დასრულების შემდეგ, სადაც შეისწავლა ეკონომიკა და დაგეგმვა სახალხო მეურნეობის დარგებში, მიიღო ტექნიკ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1992-1996 წლებში სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2001 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის დასრულების შემდეგად, მიენიჭა ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაცია.

2002 წლის აგვისტოდან ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტაბო-სამეთაურო სწავლება “კახეთი 2002–ში.“ 2003 წელს კი მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის, დარგობრივი დახელოვნების კურსებში სამხედრო საველე ქირურგიაში და საშტაბო-სამეთაურო და სამედიცინო სწავლება “RESCUER MEDCEUR 03-ში.“ ასევე, 2003 წელს საქართველოს ეროვნულ აკადემიაში შეისწავლა თანამედროვე სამედიცინო მომსახურების სამართლებრივ – ეკონომიკური მართვის მეთოდები.

2004 წელს აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში ეუფლებოდა ინგლისურ ენას.

სამუშაო გამოცდილება

1990-1992 წლებში მუშაობდა ს/გ “საქკავშირმშენ პროექტში” მონტიორის პოზიციაზე, 1992 წლიდან კი თბილისის სამრეწველო-ეკონომიკურ კოლეჯის ლაბორანტად. 1992 – 1993 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში 21-ე ბრიგადის მოხალისეთა ბატალიონში, მოხალისედ. 1993 წლიდან გაიწვიეს სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტის სამხედრო ნაწილში და მიენიჭა სამხედრო წოდება “მსმენელი”. 1995 წლიდან რესპუბლიკურ კლინიკურ–ინფექციურ საავადმყოფოს მე-8 განყოფილებაში მუშაობდა სანიტრად, ხოლო 1998 წელს გადაუდებელი სამედიცინო სამსახურ “ქველში” ექთანის ფუნქციას ასრულებდა. 1999 - 2004 წლებში გამსვლელი ბრიგადის მორიგე ექიმის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო 2000 წელს ექიმის თანაშემწედ მუშაობდა როგორც “ფეროს” მედიკო-სანიტარული ნაწილში, ასვე ზესტაფონის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. მოგვინაებით კი, მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში.

2000 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად, ამავე აკადემიის ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორად, გაზეთ “ჟამი ერისას” ახალგაზრდულ საქმეთა რედაქტორად და “მომავლის აკადემიის” პრეზიდიუმის წევრად.

2001 წელს გახლდათ მე-11 მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო პუნქტის უფროსი, ხოლო 2002 წელს სწავლება „COOPERATIVE BEST EFFORT-ში სამედიცინო პუნქტის ქირურგი. ამავე წელს დაინიშნა ს.ე.ა იურიდიული მომსახურების კომპლექსური ცენტრის დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტად.

2003 წელს გახდა მე-11 მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი. წლის ბოლოს კი საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან არსებულ უნივერსიტეტში, აკადემიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად დაინიშნა. პარალელურად, კითხულობდა ლექციებს თემაზე – საზოგადოების ეკოლოგიური უსაფრთხოების საფუძვლები. 2006 წელს დაინიშნა “მომავლის აკადემიის” კოორდინატორად, მოგვინაებით კი საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად.

2006 წლიდან #138 საჯარო სკოლაში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ამავე სკოლაში იკავებდა სამეურვეო საბჭოს წევრისა და 2007 წელს კი სკოლის იურისტის პოზიციას. 2006 – 2010 წლებში კითხულობდა ლექციებს და ასრულებდა იურისტის ფუნქციას ქ. თბილისის სამედიცინო სასწავლებელ “არგოში.“ 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტად.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს იმყოფებოდა მოხალისედ ტყვიავსა და გორში. 2009 წელს განმეორებით აირჩიეს # 138 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრად. 2010 წელს 27 დეკემბერს წარადგინა თვაისი კანდიდატურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “მერაბ კოსტავას საზოგადოებამ” წარადგინა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. 2013 წელს კი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia