მარგიანი ავთანდილი

წარმდგენი:

საინიციატივო ჯგუფი

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1945 წელი, მესტია

განათლება

ავთანდილ მარგიანმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. .

სამუშაო გამოცდილება

1961-1967 წლებში ავთანდილ მარგიანი იცავდა საქართველოს ღირსებას სამთო-სათხილამურო სპორტში. სხვადასხვა წლებში კი მუშაობდა ბრიგადირად, ინჟინრად, ქარხნის დირექტორად და რაისაბჭოს თავმჯდომარედ.

1990-1991 წლებში იყო დამოუკიდებელი საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივნი. 1990 წლიდან ავთანდილ მარგიანი უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. ამავე წლის 7 დეკემბერს დაარსა პ/კ საქართველოს „დემოკრატიული კავშირი“.

1992-1995 წლებში ეკავა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობები. იყო აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა პრობლემების მოგვარების და დალის (კოდორის) ხეობის შენარჩუნების მოთავე და კრიტიკულ პერიოდში სასურსათო კრიზისის აღმოფხვრის ორგანიზატორი. ასევე, ავთანდილ მარგიანი ხელმძღვანელობდა მთავარ სამთავრობო შტაბს და იყო 1991-1992 წლის სამოქალაქო ომის ჩახშობის მოთავე, საქართველოში სახელმწიფო საბჭოს შექმნისა და მის მეთაურად ბატონი ედუარდ შევარდნაძის არჩევის მთავარი ინიციატორი.

დასავლეთში (სამეგრელო-იმერეთის) სამოქალაქო ომის შეჩერების თავკაცი. საქართველოს „სნგ“-ში გაწევრიანების ხელმძღვანელი.

ავთანდილ მარგიანი არის ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახალხო პატრიოტული მოძრაობის პ/კ „ერთიანი საქართველო“-ს, მათ შორის საქართველოს „რუსთა კავშირი“-ს ლიდერი.

ავთანდილ მარგიანი არის ქვემო ქართლში აღმაშენებლის, თამარის და რუსთაველის ძეგლებთან ერთად, რვა ახალი ქართული სოფლის, სამი ეკლესიის, შვიდი ციხე-კოშკის კომპლექსის მშენებლობის მოთავე.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia