ასათიანი აკაკი

პარტია:

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1953 წელი, თბილისი

განათლება

1977 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი მოსე თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო „საქინფორმში“ კი მთარგმნელად.

1990 წლიდან აკაკი ასათიანი არის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე. 1990 წლის არჩევნებში იგი კენჭს იყრიდა მაჟორიტარ კანდიდატად, ბლოკი “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ პარტიული სიით. ამავე წელს აკაკი ასათიანი გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.

1991-1992 წლებში იგი იყო ფრაქცია “მრგვალი მაგიდა”-ს წევრი. 1990-1991 წლებში აკაკი ასათიანს ეკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა, ხოლო 1991-1992 წლებში ასრულებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას.

1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით და გახდა პარლამენტის წევრი; 1992-1995 წლებში კი იყო ფრაქცია “ტრადიციონალისტის” თავმჯდომარე. 1995 წლის არჩევნებში აკაკი ასათიანი კენჭს იყრიდა პარტიული სიით, თუმცა ვერ გახდა პარლამენტის წევრი.

1999 – 2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia