მჟავია თეიმურაზი

პარტია:

ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1952 წლის 5 იანვარი, ოზურგეთი

განათლება

თეიმურაზ მჟავიამ დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

საქართველოში ჰელსინკის ჯგუფის დაფუძნების შემდეგ თეიმურაზ მჟავია გახდა მისი მხარდამჭერი და მოძრაობის აქტივისტი. ასევე იყო სოხუმის 1980 წლის მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ქართულ ეროვნულ მოძრაობის აქტივისტი.

1990 წელს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს წმიდა ილია მართლის საზოგადოების აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციას. იმავე წელს გახდა საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აფხაზეთში.

თეიმურაზ მჟავია არის საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს, ხოლო 1991 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მე-12 მოწვევის დეპუტატი საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.

2004-2009 წლებში იგი თავმჯდომარეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ამჟამად კი არის აღნიშნული საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული რეფორმებისათვის“ თავმჯდომარე.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia