ჯავახიძე სერგო

პარტია:

სამართლიანი საქართველოსთვის

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1970 წლის 14 ივლისი, ბორჯომი

განათლება

დაამთავრა ქ.თბილისის 182-ე საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში, ეკონიმიკის ფაკულტეტზე. ასევე მოიპვა იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი სასწავლებელში „თორი“.

სამუშაო გამოცდილება

1990 წელს დაინიშნა სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზას” ეკონომისტის თანამდებობაზე, სადაც მოგვიანებით განყოფილების უფროსისა და დირექტორის მოადგილეს მოვალეობებს ასრულებდა; 2000 წელს მუშაობდა ქ. თბილისის საგადასახდო ინსპექციის, ისანი-სამგორის რაიონის ინსპექტორის თანამდებობაზე, შემდგომში კი მთავარი ინსპექტორის პოზიციას იკავებდა.

2003 წელს ასრულებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველის მოვალეობას, ასევე იყო რეფორმატორთა ჯგუფის ერთერთი წამყვანი წევრი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ფინანსური პოლიცია, სადაც შემდგომში ოპერატიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2004 წელს გახდა საგადასახდო ინსპექციის რეფორმის ერთ–ერთი ავტორი და ისანი-სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2004-2005 წლებში მუშაობას განაგრძობდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილედ. მოგვიანებით კი, ამავე ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2005 წლიდან დააფუძნა საბაჟო ტერმინალი „ოპიზა“, სადაც გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

2007-2010 წლებში გახდა პოლიტიკური პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობის წევრი. მონაწილეობდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში. 2010 წლის 23 დეკემბრიდან დღემდე სერგო ჯავახიძე მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავჯდომარეა.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia