თარგამაძე გიორგი

პარტია:

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1973 წლის 22 ნოემბერი, თბილისი

განათლება

1991-1997 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ფლობს დოქტორის ხარისხის წოდებას ფილოსოფიის დარგში.

სამუშაო გამოცდილება

1987-1991 წლებში უძღვებოდა საყმაწვილო გადაცემას – "თვალსაწიერი"; 1991-1993 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "იბერვიზიაში", იყო საინფორმაციო პროგრამა "მონიტორისა" და ანალიტიკური გადაცემის "დაიჯესტ-მონიტორის" წამყვანი და მთავარი რედაქტორი; 1993-1995 წლებში იყო აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1994-1999 წლებში კითხულობდა ჟურნალისტიკის საფუძვლების ლექციათა კურსს აჭარის ა/რ-ის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში; 1995-1997 წლებში ეკავა ტელესტუდია "ბათუმის" დირექტორის თანამდებობას; 1997-1999 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პრეს-მდივნად.

1999-2003 წლებში გიორგი თარგამაძე საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე გახდა; 2003–2008 წლებში მუშაობა განაგრძო ტელეკომპანია "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორად, ამავე დროს იყო ყოველკვირეული გადაცემის – "დროება” ავტორი და წამყვანი.

2002 წელს კითხულობდა ჟურნალისტიკის საფუძვლების ლექციათა კურსს რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2008 წლიდან დღემდე გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეა. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia