ბაქრაძე დავითი

პარტია:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1972 წლის 1 ივლისი, თბილისი

განათლება

1978-1989 წლებში სწავლობდა ქალაქ თბილისის პირველ საჯარო სკოლაში. 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი; 1994-1998 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტი. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი და მიიღო სახელმწიფო მართვის მაგისტის წოდება.

სამუშაო გამოცდილება

1990-1995 წლებში მუშაობდა კვლევის ასისტენტად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რადიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში. 1996-1998 წლებში დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებასა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო 1998-2000 წლებში მუშაობდა ამავე დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად.

2000-2002 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 2002-2003 წლებში კი ეკავა ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსის პოზიცია. 2003-2004 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დეპარტამენტის დირექტორი, 2004 წლიდან კი ასრულებდა პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ფუნქციას.

2004-2007 წლებში გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 2007-2008 წლებში დავით ბაქრაძე იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, 2008 წელს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. იმავე წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში.

2008-2012 წლებში დავით ბაქრაძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო ამჟამად საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია.

საზოგადოებრივი აქტივობა: 1996-1998 წლებში იყო სახელმწიფო მართვის ევროპელ სტუდენტთა კავშირის (NEPAS) დამფუძნებელი წევრი, 1997-2002 წლებში კი სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPA) დამოუკიდებელი წევრი. 1997-2001 წლებში გახდა სახელმწიფო მართვის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის მმართველი საბჭოსა და 1999-2001 კი წლებში  ეროვნული უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისო კომისიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი.

2004-2007 წლებში თავმჯდომარეობდა ევროპარლამენტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასა და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტს. 2005-2008 წლებში იყო ევრო-ატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო კომისიის და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო კომისიის წევრი.

ძირითადი საერთაშორისო გამოცდილება: 1999–2000 წლებში დავით ბაქრაძე იყო საქართველოს დელეგაციის წევრი, მონაწილეობდა მაღალი დონის ოპერატიული ჯგუფის კონსულტაციებში ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ (19+1 format) NATO; ამავე წლებში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა აშშ-სთან სამხედრო-პოლიტიკურ კონსულტაციებში.

1999-2003 წლებში იყო ქართველ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის ერთობლივი განცხადების (17.11.1999, სტამბული) შესახებ მოლაპარაკებების განხორციელებასა და საქართველოდან რუსეთის სამხედრო ძალების უკან გაყვანასთან დაკავშირებით.

2002–2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრის რანგში მონაწილეობდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებში.

2004-2007 წლებში დავით ბაქრაძე თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას ევროპარლამენტში. ამავდროულად, იყო საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. 2007 წელს გახდა ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი.

2008-2012 წლებში ასრულებდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარის ფუნქციას. ამავე წლებში იყო დემოკრატთა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმის საერთაშორისო საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი. წლების მანძილზე დავით ბაქრაძე იყო საქართველოს სხვადასხვა დელეგაციის წევრი, სპიკერი და იყო სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში NATO-ს, EAPC-ის, OSCE-ის, OPCW-ს, IAEA-ს, UN-ისა და ცალკეული ქვეყნების მიერ ორანიზებული მრავალი საერთაშორისო აქტივობების (სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები, კონსულტაციები) მონაწილე.

1996 წლის ნოემბერში გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური პრიზი „საუკეთესო სწავლისთვის“; 1998 წლის ივნისში კი გახდა NATO/ EAPC-ის  სტიპენდიანტი.

2000 წელს დაიმსახურა  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებული კმაყოფილება „საუკეთესო პროფესიული მიღწევებისთვის“.

2005 წლის ივლისში მოიპოვა „შვეიცარიის ლიდერობის ჯილდო საერთაშორისო ურთიერთობებში“; 2009 წლის მარტში კი გახდა „თვის წარმატებული კურსდამთავრებული“ ჯ. მარშალის ევროპული ცენტრის უსაფრთხოების კვლევებში (გარმიში-პარტენკირჩენ, გერმანია).

2012 წლის 9 მარტი - პოლონეთის რესპუბლიკის მეთაურის ჯვარი პოლონეთის მიღწევებისათვის (პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის N 61-2010 დადგენილება, 2010 წლის 9 მარტი).

ოჯახური მდომარეობა:

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia