პრეზიდენტობის კანდიდატები

რატომ შეიქმნა ეს საიტი ?

ამ საიტის მიზანია ერთის მხრივ, საზოგადოებას გააცნოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო მეორეს მხრივ წაახალისოს კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე ორიენტირებული, ინფორმირებული პოლიტიკური დისკუსია.

 

როგორ შეიძლება ჩვენი პროგრამა განვათავსოთ თქვენს საიტზე ?

ნებისმიერ რეგისტრირებულ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც მონაწილეობას იღებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეუძლია განათავსოს მისი პროგრამა ამ საიტზე. ამისათვის შევსებული კითხვარი (ჩამოტვირთეთ) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: contact@nimd.ge

 

რატომ არის ზოგიერთი ველი საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებში ცარიელი ?

საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა არ ეპასუხათ ზოგიერთი შეკითხვისათვის.

 

რა პრინციპით შეირჩა ის საპრეზიდენტო კანდიდატები, რომელთა პროგრამებიც განთავსდა საიტზე ?

შევსებული კითხვარის გამოგზავნა საიტზე განსათავსებლად ყველა რეგისტირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს შეეძლო. ამ საიტის შექმნის თაობაზე ღიად გამოცხადდა სხვადასხვა მედია საშუალებებით, ხოლო კითხვარები ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს დაეგზავნა.

 

რა პრინციპის მიხედვითაა საპრეზიდენტო კანდიდატთა ჩამონათვალი განლაგებული საიტზე ?

საერთაშორისო პროტოკოლის ტრადიციის მიხედვით, იმ შემთხვევებში, როდესაც აუცლებელია ჩამონათვალში შესულ პირთა თანასწორი სტატუსის ხაზგასმა, თანამიმდევრობა ანბანის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად პიროვნება, ვისი გვარიც „გ“-ზე იწყება, სიაში მესამე ადგილზე მოხვდება და ასე შემდეგ.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia