პრეზიდენტობის კანდიდატები

ქვემოთ მოყვანილი კითხვარი განკუთვნილია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისათვის. დაინტერესებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს საშუალება აქვთ გამოგზავნონ შევსებული კითხვარი 2013 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ელ. ფოსტის მისამართზე: contact@nimd.ge.

ჩამოტვირთე კითხვარი

გთხოვთ, უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თითეული პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. თქვენ შეგიძლიათ არ უპასუხოთ ზოგიერთ შეკითხვას.

  1. ხედვა: რა გესახებათ თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდ ამოცანად?
  2. განათლება: როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?
  3. გადასახადები: თქვენი აზრით, როგორი საგადასახადო სისტემაა მისაღები საქართველოსთვის და რა პრინციპით უნდა განისაზღვრებოდეს საშემოსავლო გადასახადი?
  4. ეკონომიკა: როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?
  5. დასაქმება: თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?
  6. ჯანდაცვა: რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდით მხარს რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს მისი ხარისხი?
  7. სოციალური უსაფრთხოება: რა პოლიტიკას დაუჭერდით მხარს სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მისაღწევად?
  8. ადგილობრივი თვითმმართველობა: თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?
  9. ტერიტორიული მთლიანობის საკითხები: რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?
  10. სექსუალურ უმცირესობათა უფლებები: რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხზე?
  11. ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში: გთხოვთ აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.
  12. ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები: რა პოლიტიკის გაატარებდით ეთნიკურ უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის?
  13. გარემოს დაცვა/ეკოლოგია: გთხოვთ დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ.
  14. საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა: რომელ ქვეყნებთან/ქვეყანათა გაერთიანებებთან/ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/გაერთიანება/ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?
  15. რეგიონული თანამშრომლობა: როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?
  16. თავდაცვის პოლიტიკა: როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია? სამხედრო სამსახურის როგორ ფორმას უჭერთ მხარს?
  17. უსაფრთხობის პოლიტიკა: როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?
  18. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა: თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა - აბორტი? რატომ?
  19. გადასახადები და კრედიტი: უნდა ჰქონდეთ თუ არა კრედიტორებს კრედიტის/გასესხებული თანხის იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ფართის ხარჯზე ამოღების უფლება? რატომ?
  20. მიწის საკუთრება: როგორ ფიქრობთ, უნდა შეეძლოთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში?

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia