შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » უსაფრთხოების პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

ზემოთ ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითად დებულებებს და, მათ შორის, აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებულ უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს: სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას; სამხედრო უსაფრთხოებას; ეთნიკურ ჯგუფებს შორის ჰარმონიულ თანაცხოვრებას; სამოქალაქო კეთილდღეობას, რომელიც თვითკმარი გარემოს შექმნით იქნება უზრუნველყოფილი; მშვიდობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით