შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჯავახიძე სერგო » უსაფრთხოების პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირება პირდაპირ უკავშირდება ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების თემებს, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ გამოწვევებსა და საფრთხეებს. სწორედ ეროვნული ინტერესებითა და ღირებულებებით განპირობებულ, მიზანმიმართულ უსაფრთხოების პოლიტიკას მოაქვს ადეკვატური შედეგები.

საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შემადგენელი ყველა კომპონენტის გაანალიზებით შესაძლებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის  შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ გარემოში  ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინტერესების გატარებას და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევბზე და საფრთხეებზე სწორ რეაგირებას.

საქართველოს ეროვნული ღირებულებაა საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებით. საქართველო ესწრაფვის მეზობლებთან მშვიდობიანი თანამშრომლობის გარემოს ჩამოყალიბებისაკენ. რეგიონალური უსაფრთხოების სისტემების ფორმირების, სახელმწიფოთა შორის ორმმხრივი კეთილმეზობლური შეთანხმებებისა და ჩარჩო ხელშეკრულებების საფუძველზე მათთან მწყობრი, თანმიმდევრული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებისაკენ.

საქართველოს მიზანია ჩამოაყალიბოს უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც შექმნის წინაპირობას ქვეყნის სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ განვითარებისათვის. ამ მიმართებით, საქართველოსთვის მისაღებია  ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის და სხვა ანალოგების მაგალითი (საფრთხეებისა და გამოწვევების მსგავსების და უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით).

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით