შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » უსაფრთხოების პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საქართველოს დიდი არჩევანი არ აქვს და ძირითადად ორი მიმართულება არსებობს. საქართველო შედის რაიმე სახის სამხედრო ალიანსში ან თავისივე ძალებით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ჩვენი ეკონომიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად სამხედრო მოკავშირეების ძიება მიგვაჩნია.

ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომლის წევრობაც თანმედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე დიდ გარანტიას იძლევა. ამდენად საქართველოს რომ ნატოს წევრობა უნდა ამაში გასაკვირი არაფერია. თუ ნატოს ალტერნატივაზე ვიფიქრებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ალტერნატივა უსაფრთხოების იგივე დონესა და ხარისხს უნდა იძლეოდეს.

ჩვენ სამი დიდი  და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო გვესაზღვრება - თურქეთი, ირანი და რუსეთი. თურქეთი ნატოს წევრია და მასთან ალიანსი იგივეა, რაც ნატოში გაწევრიანება. ირანის სამხედრო მოკავშირეობა დასავლეთთან დაპირისპირებას ნიშნავს, რაც არ შედის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში. დარჩა რუსეთი, რომელთანაც სამხედრო კონფლიქტი გვაქვს და რომელიც ჯერჯერობით არ აპირებს თანაბარუფლებიან პარტნიორად განგვიხილოს. ამასთან, ირანის ან რუსეთის სამხედრო მოკავშირეობა ვერ დაგვიცავს ისეთი საფრთხისგან როგორიც არის, მაგალითად, საერთაშორისო ტერორიზმი ან ბირთვული იარაღის არალეგალური გავრცელება. რუსეთს თავად აქვს პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში და ამასთან, როგორც ჩვენივე გამოცდილება გვიჩვენებს, მისი დაპირებები სანდო არ არის.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით