შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » უსაფრთხოების პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედია. იგი ამცირებს საგარეო საფრთხეს, განაპირობებს  ქვეყნის  სანდო საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბებას.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გრძელვადიანი გარანტია თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობაა, რაც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები რჩება საქართველოს უსაფრთხოების უმთავრეს გარანტად. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის მუდმივი ზრდა.

ამავდროულად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მშვიდობიანი მსოფლიო ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.  ჩვენ გავაგრძელებთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ტერორიზმთან და სხვა გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლასა და თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,  საქართველოში უნდა შეიქმნას ენერგეტიკული უსაფრთხოების მდგრადი სისტემა, რომელიც დაფუძნდება ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე, მარაგების შექმნასა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე.

ეკონომიკური უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ სტრატეგიული დარგების განვითარებით, ძირითად ინფრასტრუქტურასა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაძლიერებით.

თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნა და უცხოური ინვესტიციების გაზრდა-დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარებით დაინტერესებულ სახელმწიფოთა რიცხვს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით