შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » უსაფრთხოების პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

დღეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა  ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, რომელიც გულისხმობს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას უნდა პასუხობდეს ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის გაჩენას. ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ  ქვეყნის დეოკუპაცია უნდა წარიმართოს მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც რუსეთთან დიალოგი შეეხება არა მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს, არამედ გლობალურ საფრთხეებს, რომლის წინაშეც უახლოესი ათწლეულის განმავლობაში იქნება თავად რუსეთი. კავკასიაში ნიციონალიზმის, აგრესიული სეპარატიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის არსებობა ძირს უთხრის რუსეთის სახელმწიფოს საფუძვლებს. ამიტომაც, 12 წლის  წინ პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარების პრინციპები შეიძლება გამოყენებული იქნას კავკასიაში დასავლეთის, საქართველოსა და რუსეთის კოოპერაციის საფუძვლად, მით უფრო, მსგავსი თანამშრომლობა ნატოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ავღანეთის საკითხის გარშემო.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით