შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » უსაფრთხოების პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. იგი უნდა ეყრდნობოდეს თანამედროვე პირობებში საფრთხეთა ბუნების გაფართოება-ტრანსოფრმაციის გააზრებას და ეგრეთ წოდებული თანამშრომლობაზე ორიენტირებული უსაფრთხოების პოლიტიკის ათვისებას. ამ უკანასკნელისათვის, გადამწყვეტია თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. აქტიური ძალისხევა ეუთოს ფარგლებსა და რეგიონალურ კონტექსტში, გაეროს ფორმატის მაქსიმალური გამოყენება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართული რეფორმები, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედრო ძალებსა და მთელს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმთა შემდგომი გაძლიერება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით