შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ასათიანი აკაკი » მიწის საკუთრება

როგორ ფიქრობთ, უნდა შეეძლოთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში?

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა საქართველოში უნდა აეკრძალოთ, ვინაიდან მიწა საქართველოს მცხოვრებთათვის ისტორიულად არ ყოფილა ბიზნესის ობიექტი. მიწათმოქმედება არ არის მომგებიანი და გულისხმობს სახელმწიფო სუბსიდირებას. ხოლო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან გაღებული სუბსიდიები უნდა ხმარდებოდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს სახელმწიფოს შეუვალი ინტერესები მოითხოვს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების შენარჩუნებას (მეღვინეობის, მეფუტკრეობის, მეაბრეშუმეობის და სხვ.). ეს შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მიზნობრივი პროგრამებით. მათში მონაწილეობა კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიზანშეწონილი არ არის.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით