შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » მიწის საკუთრება

როგორ ფიქრობთ, უნდა შეეძლოთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში?

არ მეგულება მსოფლიოში სახელმწიფო, რომელიც ისე უდიერად ეპყრობოდეს მიწას და, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეოს, როგორც საქართველო. ამიტომ უპირობოდ უნდა შეწყდეს ქართული მიწის განიავება, კერძოდ, მისი გატანა მსოფლიოს ღია ბაზარზე, სადაც დღეს საქართველოს არც ერთი კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ ფიგურირებს. სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში და, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში მოქცევა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს გარკვეული პერიოდით იმგვარად, რომ მიწის მიმართ მწარმოებლის და, მათ შორის, უცხოელი მწარმოებლის ინტერესი არ შენელდეს, ამისთვის კი უნდა დაწესდეს და კანონით დარეგულირდეს მიწით სარგებლობის გრძელვადიანი იჯარა, ხოლო ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა გონივრულად დააბალანსონ ადგილობრივი და უცხოელი მოიჯარის ინტერესები.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით