შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » მიწის საკუთრება

როგორ ფიქრობთ, უნდა შეეძლოთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში?

მე მომხრე ვარ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ იგივე უფლებები და ვალდებულებები, რაც აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური უფლებები და სახელმწიფო თანამდებობები.

გარდა ამისა, ვფიქრობ საკუთრების საკითხი უფრო ფართოა და მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს არ ეხება. იმისათვის, რომ საზოგადოებაში დავამკვიდროთ სამართლიანობის განცდა, საკუთრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. უნდა მივაღწიოთ მდგომარეობას, როდესაც მესაკუთრეებს არ მოუწევთ საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება. თუ საჭირო იქნება, გამოვაცხდოთ ფართო ამნისტია და მივიღოთ სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილება კონკრეტული თარიღით არსებული მდგომარეობის ხელშეუხებლობის შესახებ. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელი იქნება.

საბოლოოდ უნდა დავამკვიდროთ სადავო საკითხების სამართლიანი გარჩევის პრაქტიკა და ამით განვამტკიცოთ სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციის ავტორიტეტი და რეპუტაცია.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით