შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » მიწის საკუთრება

როგორ ფიქრობთ, უნდა შეეძლოთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში?

სასოფლო სამეურნეო მიწა, ტყე და სავარგულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება –ასე უნდა ეწეროს კანონში.

რაც შეეხება არასასოფლო დანიშნულების მიწას, ვთვლი რომ ასეთი მიწა შეიძლება გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ამ მიწაზე უძრავი ქონება დგას, ან უნდა აშენდეს  უძრავი ქონება.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომელსაც სურვილი აქვს, საქართველოში სოფლის მეურნეობას მოკიდოს ხელი,  მან უნდა მიმართოს სახელმწიფოს, მის მიერ უკვე მოძიებული მიწის იჯარით აღების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით (საიჯარო ვადები და სხვა დეტალები უნდა დარეგულირდეს კანონით).  საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც იმ მიწის მესაკუთრეა და სურს, რომ ამ მიწის გაყიდვით სარგებელი ნახოს,  მან მიწა უნდა დაუბრუნოს  სახელმწიფოს, რომლის ღირებულებასაც არსებულ საბაზრო ფასში (იმ ფასში, რაც საქართველოს მოქალაქეებს შორის გარიგებისას წარმოიშვება)  სახელწიფო გადაუხდის.

2014 წლის ბოლომდე ამ კანონით სრულად იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა. აქედან გამომდინარე,  ჩვენ ამ მორატორიუმის პერიოდს ვადარებთ აღმოსავლეთ ევროპის ხსენებული ქვეყნების იმ პერიოდებს, რომელშიც მათ დაწესებული ჰქონდათ აკრძალვები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის პროექტი ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფის გზაზე დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა და მისი განხილვის პროცესს დავარქმევდი არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, ეროვნული, საშვილიშვილო მნიშვნელობის მოვლენას.

როგორ მოვიქცეთ თუკი ვიცავთ სხვა მოქალაქის  უფლებებსა  და თუკი ის გადის სამოქალაქო ინტეგრაციას? ან იღებს საქართველოს მოქალაქეობას? გამოვიყენებ ევროკავშირის მაგალითს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

ბ) უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს“.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით