შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » მიწის საკუთრება

როგორ ფიქრობთ, უნდა შეეძლოთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში?

სასოფლო-სამეურნეო მიწა არის საკუთრების განსაკუთრებული ობიექტი, მისი მხოლოდ მცირე რესურსი არსებობს და ის სხვა ღირებულებით შეუცვლელია. 21-ე საუკუნეში მსოფლიოში მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება სურსათზე მოთხოვნაც. სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არის საჯარო ინტერესი. ამიტომაც ქვეყნების ნაწილში სახელმწიფო ზღუდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ამ სიკეთით სარგებლობის უფლებას.

საქართველოში ეს პრობლემა აქტუალური გახდა 2012 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. 2012 წლის 26 ივნისამდე კანონის შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებოდათ საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენა, ხოლო მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში კი მას ეს მიწა 6 თვის განმავლობაში უნდა გაესხვისებინა საქართვოს მოქალაქეზე. საკონსტიტუციო სასამართლომ  გააუქმა ეს ბლანკეტური (სრული) აკრძალვა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაზე უნდა შეიზღუდოს  საკუთრების უფლება. ამისთვის საჭიროა დადგინდეს:

  • რა ფართის ნაკვეთს შეიძლება ფლობდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში;
  • საერთო ფართობების რა ნაწილი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკუთრებაში;
  • ქვეყნის ის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტერესები, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს მესაკუთრე სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენებისას.

თუმცა აღნიშნულის განსაზღვრამდე აუცილებლად მიგვჩნია საკუთრების უფლებაზე მორატორიუმის გამოცხადება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით