შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » გადასახადები და კრედიტი

უნდა ჰქონდეთ თუ არა კრედიტორებს კრედიტის/გასესხებული თანხის იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ფართის ხარჯზე ამოღების უფლება? რატომ?

ეს უაღრესად მგრძნობიარე საკითხია. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, უფრო მდიდარ ქვეყნებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები. 2008 წელს დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იპოთეკური სესხებით წარმოშობილმა ვალდებულებებმა განაპირობა. მთავარია არ შევქმნათ ფუჭი მოლოდინები. დღეს ბევრი ჩვენი მოქალაქე იმედგაცრუებულია სწორედ შეუსრულებადი დაპირებებისა და ფუჭი მოლოდინების გამო. ამაზე პასუხისმგებლობა მმართველ კოალიციას და მის ლიდერს ეკისრებათ.

რაც შეეხება სესხების უზრუნველყოფას, ეს ბიზნესის წარმოების ჩვეულებრივი პრაქტიკაა. შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ვადაგადაცილებულ სესხებზე არ მოხდეს დიდი ჯარიმების დარიცხვა, მაგრამ ვალდებულების შესრულებისგან ვერავის გავათავისუფლებთ.

იპოთეკურ სესხებს არ უნდა შევხედოთ როგორც ბოროტებას. ეს საინვესტიციო საქმიანობის ერთერთი ფორმაა. როგორც უკვე აღვნიშნე, მიზანშეწონილად მიმაჩნია იპოთეკური სესხის პროცენტზე დახარჯული თანხა გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან. ამით ჩვენ წავახალისებთ იპოთეკურ სესხებს, ეს წაახალისებს უძრავი ქონების ბაზარს და შესაბამისად ბინათმშენებლობის პროცესსაც.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით