შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » გადასახადები და კრედიტი

უნდა ჰქონდეთ თუ არა კრედიტორებს კრედიტის/გასესხებული თანხის იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ფართის ხარჯზე ამოღების უფლება? რატომ?

თუკი კრედიტების გაცემის დროს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზების უფლება აღარ იარსებებს, მაშინ კრედიტების გაცემა რეალურად შეწყდება და უძრავი ქონების ბაზარზე კატასტროფა გარდაუვალია: გაჩერდება მშენებლობა, შეწყდება უძრავი ქონების რეალიზება.

თავის მხრივ ჩვენ ვთავაზობთ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ მიდგომას, რომლიც დაიცავს როგორც მევალეების ასევე საბანკო სექტორის ინტერესებს.

კერძოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი რომლის თანახმად:

  • სახელმწიფო ბანკებისგან გამოისყიდის მევალეების ქონებას, იქნება ეს საბიუჯეტო თანხებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით თუ სახელმწიფო ქონებაში წილის დათმობით, აქციების სახით.
  • სახელმწიფოსა და მევალეებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად მევალეებს ექნებათ ქონებით მუდმივი სარგებლობის, მაგრამ არა გასხვისების უფლება.
  • მევალეებს ექნებათ უფლება თანდათან გამოისყიდონ ქონება და აღიდგინონ მათზე საკუთრების უფლება. გამოსყიდვის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება მევალის ფინანსურ შესაძლებლობაზე.
  • ამ კანონით ისარგებლებენ ის მევალეები, რომელთაც პრობლემა შეექმნათ ობიექტური მიზეზების გამო“

რაც შეეხება უკვე არსებული პრობლემური სესხების საკითხს, ცალკე უნდა გამოიყოს ბიზნეს სესხების პრობლემა, რადგანაც ამ კრედიტების დიდი ნაწილი აღებულ იქნა სტაბილური გარემოს გათვალისწინებითა და მოლოდინით, თუმცა 2008 წლის ომმა და გლობალურმა კრიზისმა ამ სუბიექტებს შეუქმნა პრობლემები და მათ კრედიტების გადახდისუნარიანობა დაკარგეს. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ ქობულეთის მოსახლეობის ერთი ნაწილის პრობლემა 2008 წლის ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო. ამ კატეგორიის პრობლემური სესხებზე მუშაობა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, რადგანაც პრობლემის მოუგვარებლობის შედეგად ზარალდებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები (კარგავენ ქონება), ასევე საფინანსო ორგანიზაციები (ამ ოდენობის უძრავი ქონების გამოტანა ბაზარზე იმდენად დააგდებს ამ ქონებაზე ფასებს, რომ რეალურად გაჭირდება გაცემული სესხების ამოღება). აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა იაფიანი საფინანსო რესურსი მოსაძებნად და ვალების გადასაფარად.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით