შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა

თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა - აბორტი? რატომ?

აკრძალვა, როგორც პოზიტიური შედეგის მიღების მეთოდი, ჩემი სულისკვეთებისთვის მიუღებელია. მირჩევნია შთაგონებით, თუნდაც მნიშვნელოვნად მეტი ძალისხმევის მოშველიებით, მივაღწიო სასურველ შედეგს. აკრძალვა „ბრძოლის ველის“ მიტოვებად და თუკი გაზვიადებულ შეფასებად არ ჩამომერთმევა, კაპიტულაციად ასოცირდება ჩემში. ამიტომ ვთვლი, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ აუცილებელი იდეოლოგიური და საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვით ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე თავად სუბიექტმა უნდა თქვას უარი. ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისეთი სახის თუნდაც იშვიათი გარემოება, როდესაც აბორტი აუცილებელი ხდება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით