შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა

თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა - აბორტი? რატომ?

ვფიქრობ, ადამიანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტით ის კლავს ნაყოფს.

საქართველოს  ტრადიციული რწმენა და რელიგია ამ საკითხისადმი მკაფიო და ცალსახა დამოკიდებულებითაა გამორჩეული. იგი აბორტს კაცის კვლის ცოდვასთან ათანაბრებს. გარდა ამისა, მკვლელად მიიჩნევს არამარტო ქალს, რომელმაც მუცლის მოშლის გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ყველას, ვინც მას ამ გადაწყვეტილების მიღებასა და ნაყოფის მოშორებაში დახმარება გაუწია.

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის შესახებ გვეუბნება, რომ ორსულობის შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, ლიცენზირებული ექიმის მიერ და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. ამასთანავე, სავალდებულოა, ფეხმძიმე ქალს ჩაუტარდეს სათანადო გასაუბრება და აბორტის გაკეთებამდე გასული იყოს სამდღიანი მოსაფიქრებელი ვადა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით