შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა

თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა - აბორტი? რატომ?

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებისთვის, როგორც ტრადიციული ღირებულებების ერთგული, მორწმუნე ადამიანებითვის, აბორტი ცოდვაა. სამედიცინო ჩვენების გარეშე ნაყოფის სიცოცხლის ხელყოფა განვითარების ნებისმიერ ეტაპზე დაუშვებელია. ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო დაბადებამდეც აქტიურად უნდა იცავდეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს  და უფლებებს და ამისთვის პირველ რიგში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, ახალგაზრდა ოჯახებთან, მომავალ მშობლებთან ინტენსიური მუშაობაა საჭირო. ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე აბორტის საწინააღმდეგო კამპანია ეროვნული მნიშვნელობის საქმედ გვესახება. ქვეყმის დემოგრაფიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ე.წ. შერჩევითი აბორტები, ანუ სქესის დადგენის შემდეგ არასასურველი სქესის მქონე ნაყოფის სიცოცხლის შეწყვეტა. აბორტების საერთო რიცხვიდან მსგავსი აბორტების ოდენობა თითქმის ნახევარს აღწევს.  საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს მსგავსი აბორტების განხორციელება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით