შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა

თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა - აბორტი? რატომ?

რომ არაფერი ითქვას დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და აქ აბორტის, როგორც ერთ-ერთი ფაქტორის, უარყოფით როლზე, თავისთავად სიცოცხლის მოსპობა ჩანასახში უმძიმესი ქმედებაა, თუმცა აკრძალვა გამოსავალი არ არის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ იგი თავიდან ავიცილოთ. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი სოციალურ-ეკონომიკური გარემო, რაც აქ მცხოვრებთა მძლავრი, მრავალშვილიანი ოჯახების შექმნის წინაპირობაა; უნდა  შეიქმნას არა მარტო ზოგადი პირობები, არამედ განსაკუთრებული მატერიალური სტიმულები ერის გამრავლების, ახალშობილთა აღზრდისა და მოვლის, ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის. 

აღსანიშნავია განათლების უდიდესი მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით. სისტემატურად უნდა მოხდეს საზოგადოების გაცნობიერება და ინფორმირება, რომ ქვეყანა დეპოპულაციის საფრთხის წინაშეა. ერი უნდა გამოფხიზლდეს, დაირაზმოს, იგრძნოს პასუხისმგებლობა.

შესაძლოა, აიკრძალოს აბორტის გაკეთება პირველივე მისვლაზე, გადავადდეს გარკვეული გონივრული ვადით, რომლის დროსაც მიეცემა ახსნა-განმარტება, ჩატარდება საუბარი და სხვა შესაძლო ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ აბორტი. გარკვეული ზომებია მისაღები სქესის გამო აბორტების რიცხვის შესამცირებლად. გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევები, როდესაც აბორტის საჭიროება სამედიცინო ჩვენებით არის განპირობებული.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით