შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » თავდაცვის პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია? სამხედრო სამსახურის როგორ ფორმას უჭერთ მხარს?

თავდაცვის ორგანიზაცია ადეკვატურად უნდა პასუხობდეს იმ საფრთხეებს, როლებიც რეალურ საშიშროებას უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მთავარ საფრთხე კი რუსეთის აგრესიული, ნეოიმპერიალისტური პოლიტიკაა. შესაბამისად, თავდაცვის ორგანიზაცია ორიენტირებული უნდა იყოს რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიის იმ ვადით შეკავებაზე, რაც აუცილებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისა და, უპირველეს ყოვლისა, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საჭირო დახმარების აღმოჩენისთვის, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ სამხედრო დახმარება. რაც შეეხება საკითხს სამხედრო სამსახურის ფორმის შესახებ, აღვნიშნავ, რომ მოცემულ ეტაპზე მხარს დავუჭერ გაწვევის ორი ძირითადი რეჟიმის - რეკრუტული ანუ აუცილებელი სამხედრო სამსახურისა და თავისუფალი ანუ საკონტრაქტო სამსახურის კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე დაბალანსებული თანაარსებობის ფორმას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით