შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჯავახიძე სერგო » თავდაცვის პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია? სამხედრო სამსახურის როგორ ფორმას უჭერთ მხარს?

საქართველო თავდაცვის პოლიტიკის და უსაფრთხოების სისტემის სრულყოფისათვის, მწყობრი უსაფრთხოების პოლიტიკის და ჯანსაღი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობისათვის პრიორიტეტულად თვლის განახორციელოს შემდეგი პროგრამული მოქმედებები:

  • სამხედრო და უსაფრთხოების სისტემებზე სამოქალაქო კონტროლის, დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლება;
  • პარლამენტში მოქმედი ე.წ. ,,ნდობის ჯგუფის” უფლებამოსილების გაძლიერება – მათთვის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემებზე მონიტორინგის უფლების დაკანონება;
  • ცალკეულ ძალოვან უწყებებში საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოების ამოქმედება,     როგორც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარებისათვის აუცილებელი ფორმატი;
  • თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის უპირობო გამიჯვნა, თავდაცვის სამინისტროს სრულ სამოქალაქო სტრუქტურად ჩამოყალიბება, გენერალური შტაბის ბაზაზე ჯარების რესტრუქტურიზაციის დამთავრების შემდგომ გაერთიანებული შტაბების სარდლობის შექმნა;
  • გენერალური ინსპექციების ერთ სამსახურად ჩამოყალიბება და მისი პარლამენტისადმი დაქვემდებარება;
  • ეროვნული უშიშროების საბჭოს სრული რეორგანიზაცია – ეროვნული უშიშროების საბჭოს როლისა და ფუნქციების განსაზღვრა;
  • შ.ს.ს.-დან უშიშროების დანაყოფების გამოყვანა  და მის ბაზაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ან (კონტრდაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის) შექმნა და მისი უმაღლესი მთავარსარდლისადმი დაქვემდებარება;
  • ეროვნული უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებაში ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელების კომიტეტის შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც იქნება აღნიშნულ სტრუქტურათა სრული კოორდინირების განხორციელება;
  • გამოძიების ფედერალური ბიუროსათვის (ან კონტრდაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის) ძალოვანი უწყებების ოპერატიული უზრუნველყოფის ფუნქციის განსაზღვრა და კანონში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება;
  • ეროვნული უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებაში ანტიტერორისტული და ანტიკორუფციული ოპერატიული სამსახურის შექმნა;
  • შესყიდვების სახელმწიფო დეპარტამენტის პარლამენტისათვის დაქვემდებარება.

აღნიშნულ მოქმედებათა განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება ეროვნული უსაფრთხოების ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც სათანადოდ უპასუხებს საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს, ქვეყანას აარიდებს შიდა დესტრუქციულ ქმედებებს და გარეშე ძალთა ძალოვან ჩარევებს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით