შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » თავდაცვის პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია? სამხედრო სამსახურის როგორ ფორმას უჭერთ მხარს?

თავდაცვის ორგანიზება, ვფიქრობ, სწორი გზით მიდის.  მიმაჩნია რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები რიცხობრივად დაახლოებით იმ რაოდენობის უნდა იყოს რამდენიც დღეს არის, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყანას თავდაცვით ომთან ერთად,  შეეძლოს სრულმასშტაბიანი პარტიზანული ომის წარმოება.

ჯარში სამსახურს რაც შეეხება, მომხრე ვარ, რომ ყველა ახალგაზრდამ და მათ შორის ქალების იმ ნაწილმაც, ვისაც ამის სურვილი ექნება, გაიაროს სამხედრო სწავლების კურსი. ვადა, ხანგრძლივობა და შესასწავლი პროგრამა სპეციალისტებთან ერთად უნდა დადგინდეს. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ის უნდა მოეწყოს საკონტრაქტო საფუძველზე. მასში ჩარიცხვის მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს ზემოთ ნახსენები სამხედრო სწავლების კურსი. კონტრაქტით მომსახურე მიიღებს შესაბამის სამედიცინო დაზღვევას, საპენსიო უზრუნველყოფას და ბინას სახელმწიფოსაგან.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით