შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » თავდაცვის პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია? სამხედრო სამსახურის როგორ ფორმას უჭერთ მხარს?

უსაფრთხოების ამოცანების შესრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შეიარაღებული ძალები. საქართველოს ესაჭიროება მცირერიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი და მობილური ჯარი, რომელიც შეძლებს ქვეყნის სუვერენიტეტის ეფექტიან დაცვას და საერთაშორისო მისიებში აქტიურ მონაწილეობას. ამისათვის:

  • უნდა შემცირდეს თავდაცვის ბიუჯეტი;
  • უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა და ჯარი მთლიანად  გადავიდეს  საკონტრაქტო  სამსახურზე;
  • 3-ჯერ უნდა შემცირდეს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა. ასევე შემცირდეს შეიარაღებისა და აღჭურვილობის ხარჯები, რისი ნაწილიც მოხმარდება ოფიცერთა კორპუსის ნატო-ს სტანდარტებით განათლებასა და სამხედრო ელიტის ჩამოყალიბებას. საქართველოს ეყოლება კარგად გაწვრთნილი  შეიარაღებული არმია 10 000 კაცის ოდენობით, რომელიც მზად იქნება საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე, იმავდროულად რამდენიმე ქვედანაყოფი განახორციელებს როტაციას საერთაშორისო  მისიებში. რეზერვი განისაზღვრება 10 000 კაცის ოდენობით 2016 წლამდე, რის შემდეგაც რეზერვის რიცხოვნობა თანდათან გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით