შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » რეგიონული თანამშრომლობა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ბევრწილად განსაზღვრავს იმ ფუნქციის მატარებლობას, რომელსაც იგი იძენს სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარისხის ამაღლების კვალდაკვალ. სწორედ აღნიშნული გარემოება აპირობებს მის მიმართ ინტერესს ევროატლანტიკური სტრუქტურების მხრიდან. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, გარდაუვალია, მისი გეოპოლიტიკური ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და, შესაბამისად, მეზობელი სახელმწიფოების ინტერესი საქართველოსთან მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებისა კიდევ უფრო ამაღლდება, რაც განმსაზღვრელი იქნება საქართველოს როლისა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით