შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჯავახიძე სერგო » რეგიონული თანამშრომლობა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

თვით დასავლეთის ხედვით საქართველო მუდმივად იქნება დამოკიდებული რუსეთზე მრავალ სფეროში და  მას სხვა გზა არ აქვს, თუ არა ძლიერ მეზობელთან კონსტრუქციული თანამშრომლობა.  საქართველო დღეს მოიაზრება, როგორც ,,დიდი ახლო აღმოსავლეთის“ ნაწილი და ტერორისტული საფრთხის მთავარი რეგიონი. საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა ავღანეთის და ერაყის კამპანიების შედეგად. სეპარატისტული რეგიონები საქართველოში არის დასავლეთის სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, ისინი ამ რეგიონებში ტერორიზმის პოტენციურ თავშესაფარს ხედავენ. სწორედ ამ გარემომების გამო გახდა დასავლეთისთვის ამ რეგიონების დამოუკიდებლობის  არაღიარების პოლიტიკა პრიორიტეტული.

საქართველო ყოველთვის ხვდება რუსეთის სახელმწიფოს გეოსტრატეგიული ინტერესების პრიზმას.   ტრანსკავკასია განუყოფლადაა დაკავშირებული ჩრდილო კავკასიასთან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ნაწილია. სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობამ, რუსეთის უსაფრთხოებას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. რუსეთი თავის მხრივ, ცივი ომის წესებით აგრძელებს საერთაშორისო საქმიანობას.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკვე დიდი ხანია უნდობლობა აფერხებს, რის გაღვივებაშიც ორივე მხარეს მიუძღვის წვლილი. ეს ურთიერთობები საერთოდ შეწყდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა უსაფრთხოების რისკი საქართველოსთვის. დიდხანს ამგვარ ვითარებაში ყოფნა ნიშნავს გამოუსწორებელ შედეგებს. შეძლებს კი საქართველო და რუსეთი ახლებური ურთიერთობების დამყარებას? ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად საქართველოზეა დამოკიდებული. ქვეყანამ საკუთარი ინტერესების დაცვის ხარჯზე უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ეროვნული ინტერესები. კავკასიის რეგიონში კვლავაც არსებობს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების კონსტუქციული  განვითარების შესაძლებლობა. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი საქართველო კარაგად გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას  შიდა სისუსტეების აღმოფხვრის საქმეში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით