შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » რეგიონული თანამშრომლობა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

საქართველომ თავისი წილი სარგებელი უნდა ნახოს იმ ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე რომელიც ჩვენ გვიკავია. გასაგებია, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეგობრული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ როცა ხედავ რომ ამ შენი კეთილმეგობრული დამოკიდებულებით, შენი მეზობელი ქვეყანა, (არ ვაკონკრეტებ ჩრდილოელი და თუ სამხრეთელი) მხოლოდ თავისთვის სარგებელს ეძებს და მის ინტერესებში სულაც არ შედის შენი წარმატებები, ასეთი დამოკიდებულება  ხელს ვერ შეუწყობს კეთილმეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას.

მეორე საკითხი რომლის განხორციელელებასაც შევეცდები, ეს არის სრულიად კავკასიური სახლის დაფუძნება. ვთვლი, რომ თბილისი სრულიად კავკასიის კონფედერაციის ცენტრი შეიძლება გახდეს და მასში მოქმედ კავკასიურ სახლს, პირობითად კავკასიური კონფედერაციის „პროტოპარლამენტსაც“ კი ვუწოდებდი. ამ საკითხზე ჯერჯერობით სხვას ვერაფერს ვიტყვი.

რაც შეეხება შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, ვფიქრობ რომ აქაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტი აქტიურობა გამოიჩინონ ჩვენი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით