შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

სალუაშვილი მიხეილ » რეგიონული თანამშრომლობა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ვისახავ, რომ საქართველო გამოვიდეს საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლის“ შექმნის ინიციატორი. ის დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას, რათა თავისი წვლილი შეიტანონ მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება–განმტკიცების საქმეში.

აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს მიერ დეტალურადაა გაშუქებული ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ შემდეგ კრებულში: მ. სალუაშვილი, „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი („კავმშვისა“)“, თბ. 2012 წ..

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით