შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » რეგიონული თანამშრომლობა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, საქართველო ევროპის გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, სავაჭრო და უსაფრთხოების სივრცის ნაწილს წარმოადგენს.

შავი ზღვის მეორე ნაპირს ევროკავშირი ესაზღვრება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ხიდის შენება ამ ნაპირისკენ. საქართველომ განსაკუთრებით უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან. შავი ზღვისა და კასპიის რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების განმტკიცებით საქართველომ რეგიონული ლიდერის როლი უნდა მოიპოვოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით