შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » რეგიონული თანამშრომლობა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

საქართველო ყოფელთვის ასრულებდა კავკასიის ცენტრისა და ლიდერის ფუნქციას და მომავალშიც უნდა მოხდეს ამ როლის სრული რეალიზაცია. საქართველოს თბილი და კეთლიმეზობლური ურთიერთობები აქვს როგორც სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან. ერთიანი კავკასია, როგორც სახელმწიფო უტოპიური იდეაა, თუმცა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა უმეტესობას აქვს საერთო ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესები. საქართველო უნდა გახდეს კავკასიის გამაერთიანებელი ეკონომიკურ ასპექტში, სტაბილურობის გარანტი რეგიონში და ამავე დროს შეასრულოს  დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია კავკასიასა და ევროკავშირს შორის.

რაც შეეხება შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებს, საქართველომ ძალიან აქტიურად უნდა გამოიყენოს უკვე არსებული ფორმატები. ისეთები, როგორიცაა  სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია სუამ–ი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სუამ–ის ეკონომიკურ, სავაჭრო და ენერგეტიკულ ასპექტებს. ასევე მნიშვნელოვანია აქტიურობა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის BSEС–ის მიმართულებითაც,  რომელიც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს, როგორც კიდევ ერთი საერთაშორისო ფორმატი რუსეთთან  დიალოგისთვის ეკონომიკურ ასპექტში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით