შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » რეგიონული თანამშრომლობა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სუბიექტად და არა მხოლოდ ობიექტად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. პრევენციული დიპლომატია უნდა იქცეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპად. აუცილებელია გამოირიცხოს ავანტიურიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, გავლენის ცენტრებს შორის ურთიერთობების დაძაბვა და კონფლიქტების პროვოცირება.

საქართველოს განსაკუთრებულმა გეოსტრატეგიულმა მდგომარეობამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს პოლიტიკური როლის ამაღლებასა და ეკონომიკურ განვითარებაში. სამწუხაროდ, დღეისთვის საქართველო კარგავს რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების დამაკავშირებელი დერეფნისა და ხიდის ფუნქციას.

აუცილებელია საქართველოს რეგიონული პოლიტიკის გააქტიურება. შესაძლებელია საქართველომ გარკვეული როლი შეასრულოს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების სფეროში. შესაძლებელია გარკვეული ჩართვა ეუთოს ,,მინსკის ჯგუფის” ქვეყნებში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით