შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » რეგიონული თანამშრომლობა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და კავკასიის ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევას. საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს მოსაზღვრე ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან. მეზობელ სახელმწიფოებთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

საქართველო აღრმავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ასახულია 2009 წლის იანვარში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტიაში. ეს დოკუმენტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიის გაძლიერებისა და კულტურული გაცვლის სფეროებში შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მიღწეული კონკრეტული გადაწყვეტილებების განხორციელების გზით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ რეგიონის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, შეერთებულთან შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოსა და მისი მეზობლებისათვის ზრდის ენერგიის წყაროებისა და ტრანსპორტირების გზების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდა დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე მის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე.

აუცილებელია გაღრმავდეს ევროპულ სახელმწიფოებთან არსებული ორმხრივი ურთიერთობები, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ოკეანიის სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ოკუპირებული რეგიონების აღიარების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონული ეკონონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის  სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.

იმავდროულად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის არარსებობა და, ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისათვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ამ საკითხებს ჯეროვანი ყურადღება უნდა დაუთმონ. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით