შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

საქართველოს ეროვნული უშიშროების კონცეფციაში, რომლის დებულებების ძირითად ნაწილს სავსებით ვიზიარებ, აღნიშნული საკითხი ცალსახადაა დაფიქსირებული. ჩვენი სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობების უალტერნატივო მიმართულებად ევროატლანტიკურ გაერთიანებასთან სტრატეგიული პარტნიორობა და მაღალი დონის თანამშრომლობა მიმაჩნია, ხოლო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად ევროკავშირსა და აშშ-ს მივიჩნევ. ამ ურთიერთობების განვითარების ახალი ფაზა უსათუოდ იქნება  ევროკავშირში საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღება, რის ოფიციალურ გამოცხადებას ვილნიუსის სამიტზე მოველით.

დატოვეთ კომენტარი

გოჩა28.01.2014 / 00:37:18

საინტერესოა
უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით