შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჯავახიძე სერგო » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

დაბალანსებული პოლიტიკა,  საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და  მიზნად ისახავს საქართველოსთვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად საქართველო თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში.

საქართველო აღრმავებს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ა.შ.შ-სთან,  დასაფასებელია ა.შ.შ.-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ასევე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

საქართველო ესწრაფვის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო მიესალმება რუსეთის დაახლოებას ევროპასთან და გადატვირთვის პოლიტიკას ა.შ.შ.-სთან. საქართველო ანგარიშს გაუწევს რუსეთის ინტერესებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში.   საქართველო დაიწყებს დიალოგს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 

საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს და თვლის, რომ საკუთარი ეროვნული ფასეულობები ევროპული ღირებულებების ნაწილია. საქართველო მიესალმება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან უფრო მეტი ჩართულობისა და თანამშრომლობისაკენ არის მიმართული. რუსეთ საქართველოს  ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, საქართველოს ევროკავშირთან, ხოლო მეორეს მხრივ, ევროკავშირის რუსეთთან დაახლოება.

საგარეო პოლიტიკის ამ სამკუთხედის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეგიონალური თანამშრომლობა, რომელშიც ჩართული აღმოჩნდება რეგიონის ყველა სახელმწიფო, მათ შორის უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ირანი და  საქართველო, სადაც საქართველოს გეოსტრატეგიული როლი რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება. ასეთი გარემოს პირობებში, საქართველოს ისევე, როგორც რეგიონის ჩამოთვლილ ქვეყნებს შეექმნებათ უფრო კარგი ნიადაგი მრავალმხრივი თანამშრომლობისა ფორუმებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროსაბჭო, ნაყოფიერი საქმიანობისათვის.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით