შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ საკითხებში დღევანდელ უმრავლესობას არ ვეთანხმები, ამ მხრივ სრული თანხვედრა მაქვს იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეს ძალა ატარებს. ჩვენ მივიღეთ დაპირება რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო მიიღებს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსს. მე, ჩემი მხრივ, თავს უფლებას მივცემ განვაცხადო, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ რათა ასოცირებული წევრობიდან უახლოეს მომავალში საქართველო რეალურად გახდეს როგორც ევროგაერთიანების, ასევე ნატოს სამხედრო ალიანსის წევრი.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით