შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჩიხლაძე გიორგი » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა აიგოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკის, ევროკავშირის, რუსეთის და მეზობელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით. ამასთან ერთად საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიულ პრინციპებს. ძირითადად უნდა ემსახურებოდეს არა მარტო განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებასა და განმტკიცებას, არამედ უნდა იყოს განვითარებულ ქვეყნებში ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაყრდნობილი ადამიანის უფლებათა დაცვის ბერკეტების შემქმნელი წყარო.

სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის ფორმირება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს აშშ-სთან და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან. უნდა განვითარდეს სამხედრო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან და თურქეთთან, საერთაშორისო  ტერორიზმისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ შექმნილი ფორმირებების შემადგენლობაში.

საფუძველი უნდა ჩაეყაროს ე.წ. ‘ოდკბ’-სთან ინტერესების გადაკვეთის წერტილებში თანამშრომლობის ფორმირებას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით