შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

სალუაშვილი მიხეილ » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველომ:

  • უნდა გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი;
  • ცალსახად უნდა თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე;
  • საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტეტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს გეოპოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარების საქმეში;

 საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

ვიხელმძღვანელებთ რა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყნის სტატუსის მოპოვების სურვილით:

  • წინადადებით მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რათა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ (და არამუდმივ) წევრთა წინაშე დაისვას საკითხი მათი მხრიდან, საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის  გარანტორებად დადგომის თაობაზე;
    • წინადადებით მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოს, რათა ორმხრივი ხელშეკრულების დადებით, მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით მიღებული გარანტიის საფუძველზე, არასოდეს დასჭირდება საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლების - შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე - გამოყენება.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა თავადვე გახდეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების აქტიური ხელშემწყობი და სხვათათვის მაგალითის მიმცემი ქვეყანა. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს მიერ დეტალურადაა გაშუქებული ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ შემდეგ კრებულში: მ. სალუაშვილი, „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“, თბ. 2012 წ..

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით