შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაა, რაც გულისხმობს საერთაშორისო არენაზე ევროპული, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცებას. აუცილებელია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება, რათა უზრუნველვყოთ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული კულტურა და ღირებულებები ყველაზე ახლოს დგას ქართულ ეროვნულ იდეასა და იდენტობასთან. ჩვენი მიზანია, საქართველო პოლიტიკურადაც გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული სახლის მშენებლობაში.

საქართველოს, ასევე, აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპასა და აზიას  შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით