შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

პრეზიდენტის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს საქართველოს უსაფრთხო, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა. საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი მთავრი საგარეო პრიორიტეტი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციიაა. აქედან გამომდინარე, სამხედრო სტრაგეგიული თვალსაზრისით ნატო არის ერთადერთი ალიანსი, რომლისკენაც საქართველო  ისწრაფვის.  თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ინდივიდუალური პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სტრაგეგიულ პატნიორებთან, სამხედრო, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასპექტებში. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებად მიგვაჩნია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით, გაერთიანებული სამეფო, და ე.წ. აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები, როგორებიცაა პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნები. 

მეორეს მხრივ, საქართველო გააქტიურებს ურთიერთობებს ისეთ მსხვილ აზიურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ  ძალებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია. ეს არის ბაზარი, რომელიც უტოლდება მსოფლიოს ნახევარს და ამავდროულად ძალიან სერიოზულ საინვესტიციო ძალას წარმოადგენს. 

იმისთვის, რომ ბოლომდე მოხდეს  საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის ენერგო სატრანზიტო დერეფნის რეალიზაცია, ჩვენმა ქვეყანამ განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობები უნდა განავითაროს შუა აზიის რესპუბლიკებთან და შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობა ირანთან.

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთოების სრულფასოვნად აღდგენა და ურთიერთობის ნორმალიზება კვლავაც იქნება პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი პრიორიტეტი. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს სტრატეგიული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ან დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმის ხარჯზე. ამავე დროს ფრთხილი მიდგომაა საჭირო, იმისთვის, რომ არ განვითარდეს საქართველოს რუსულ ბაზარზე და ენერგეტიკულ სექტორზე ზედმეტი დამოკიდებულება, რაც მოსკოვს ჩვენს ქვეყნაზე ზეგავლენის დამატებით ბერკეტებს  მისცემს. საჭიროა გამოიკვეთოს ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გაგრძელდეს და გააქტიურდეს დიალოგი საერთაშორისო ფორმატებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით