შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები

რა პოლიტიკას გაატარებდით ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის?

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი შეუვალი რწმენით, საქართველოში ერთადერთი ეროვნული უმცირესობა აფხაზი („აფსუა“) ეთნოსია, დანარჩენი არაქართული მოსახლეობა ეთნიკურ დიასპორებს წარმოადგენს და ეს მოსაზრება არანაირი ნიშნით არ უპირისპირდება საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ დეფინიციებს. სამწუხაროდ, აფხაზი ეთნიკური საზოგადოება გარეშე იმპერიული ძალების მეცადინეობით ჩამოშორებულია მისი პერსპექტიული განვითარების ორგანულ არეალს, ზოგად ქართულ ერთობას, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების  ურყევი  ნება, აღვადგინოთ ძმური, მოყვრული ურთიერთობა აფხაზ ხალხთან, პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და ერთობლივად ავამუშავებთ მოძმე ხალხის ეროვნული გადარჩენის ბერკეტებს. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე და ამ ურთიერთობების რაგვარობისა და მიმართულების განსაზღვრაში ჩვენი სახელმწიფო არ საჭიროებს გარედან ჩარევას, მით უფრო, რუსეთის ფედერაციისგან. მთავარია იმ აუცილებლობის აღიარება, რომ ქართული სამოქალაქო ერთობის თითოეული ეთნიკური სეგმენტი აქტიურად და ეფექტურად იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით