შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები

რა პოლიტიკას გაატარებდით ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის?

საქართველო არ არის მონოეთნიკური ქვეყანა. არსებობენ ეთნიკური უმცირესობები, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა. ყველასთვის აშკარაა, რომ საჭიროა მათი ინტეგრირება ერთიან საზოგადოებაში, მაგრამ არსებობს ხელის შემშლელლი ფაქტორები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოთა წარსულიდან მომდინარე ინერციაა. საზოგადოების დიდ ნაწილში დომინირებს ”ეროვნულობის” საბჭოურ-სტალინისტური გაგება, რაც ხელს უშლის ქვეყნის პოლიტიკურ ერთობად ჩამოყალიბებას. ეს წინააღმდეგობები ფართო სამოქალაქო საგანმანათლებლო საქმიანობით უნდა დაიძლიოს, მოხდეს უმცირესობების ინტეგრირება ერთიან საზოგადოებაში და საქართველოს მოქალაქეობა ”პოლიტიკურ ქართველობას” უნდა გაუთანაბრდეს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით