შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები

რა პოლიტიკას გაატარებდით ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის?

ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, კულტურული, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი მთავარი სიმდიდრეა, ნოყიერი ნიადაგია  მრავალფეროვანი საზოგადოებრივ-კულტურული სივრცის ფორმირების, ადამიანებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგებისთვის.

ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით ვიქნებით, რომ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები სრულად იქნას დაცული. ამავე დროს, ჩვენ მათ დავიცავთ არა მხოლოდ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან, არამედ შევუქმნით სრულფასოვანი განვითარების პირობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია  სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ პროცესებში. ამისთვის ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით