შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები

რა პოლიტიკას გაატარებდით ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის?

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქმნიდა საქართველოში მცხოვრები ყველა ერი, თანაბრად ინაწილებდა ლხინსა და ჭირ-ვარამს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების ადგილებში სახელმწიფო ენის (ქართული ენის) სწავლების მნიშვნელოვან ხარისხობრივ გაუმჯობესებას, რათა ჩვენს არაქართველ მოსახლეობას მივცეთ თანაბარი სასტარტო პირობები მაღალი დონის განათლების მისაღებად, საქართველოს პლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩასართავად. ამის პარალელურად ეროვნული უმცირესობების კომპაქტური დასახლების ადგილებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საბაზისო განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა.

უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ეროვნულ უმცირესობებში განათლებული, კომპეტენტური, სხვადასხვა დარგის მაღალი დონის სპეციალისტების გამოსავლენად, რათა მათ მივცეთ საშუალება, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მართვასა და განვითარებაში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით