შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები

რა პოლიტიკას გაატარებდით ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის?

სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს თავისი მოქალაქეების ინტერსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამისათვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისწრაფვის ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობას, შემწყნარებლობას, სამართლიანობას და პლურალიზმს. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქართველი ერის წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ  და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, აუცილებელია კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება, სხვდასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებაში ჩართვისათვის ხელშეწყობა. უნდა შეიქმნას პირობები ამ ჯგუფების იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარებისათის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გამყარებას, დიასპორების წარმომადგენლებისათვის მშობლიური ენის სწავლებისა და მათ მიერ კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას.

იმავდროულად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის უმთავრესია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების პრინციპი. ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანის უფლებების პატივისცემა და პროგრესი. სახელმწიფო უნდა იცავდეს ყველა დენომინაციის კანონიერ უფლებებს და წინ უნდა აღუდგეს  ქსენოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას.

სეკულარიზმის დაცვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძირითადი პრიორიტეტია. იგი იღვწის, რათა ხელი შეეწყოს რელიგიისა და პოლიტიკის გამიჯვნას, დაცული იყოს კონსტიტუციური დებულებები, მათ შორის, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება მიაკუთვნოს თავი ნებისმიერ რელიგიას, აღმსარებლობასა თუ კონფესიას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით